უგულავას მიმართვა ალასანიას- ნუ ვიდავებთ წარსულზე, ამის დრო უკვე აღარ არის
პოლიტიკა - 20:50, 06 Nov, 2014     5268

"ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია, შესაბამისად ის სულ უფრო ბრუტალური იქნება. სამთავრობო კრიზისის შედეგად სააშკარაოზე გამოვიდა ის, რასაც ჩვენ ორი წელია ვაცხადებთ და ვებრძვით:
1. ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს.
2. ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ოპონენტების მიმართ, მიმდინარეობს პროევროპული ოპოზიციის მიზანმიმართული განადგურება.
თუ ოლიგარქი ივანიშვილი ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენ ყველამ ერთად არ გავაჩერეთ დღეს, ხვალ შესაძლოა გვიანი აღმოჩნდეს.

მინდა მივმართო ირაკლი ალასანიას და „თავისუფალ დემოკრატებს“ - მეგობრებო, ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულის შეფასებებში, ვერც შევჯერდებით ამა თუ იმ ლიდერის მოღვაწეობაზე. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის იმ მიღწევებით, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ქართველმა ხალხმა გვარგუნა წილად. ჩვენ შევეცდებით შეცდომების გათვალისწინებას და საუკეთესო გამოცდილების, ქვეყნის მომავლის შენებაში გამოყენებას. ამ იდეალების ერთგულების გამო ჩვენ შეგნებულად ციხეში წავედით, ნაწილი კი პოლიტ დევნილია უცხოეთში. თქვენთვის ეს ყოველთვის ყბადაღებულ „ცხრა წელიწადად“ დარჩება, ჩვენთვის პირიქით, ყოველთვის სამარცხვინო იქნება თქვენი საქმიანობის ის ორი წელიწადი, როცა ოლიგარქ ივანიშვილის სიძულვილის ენისა და პოლიტიკური შურისძიების ლამაზ ფასადს წარმოადგენდით. სდუმდით ყველა უკანონობაზე, მანამ სანამ ის თავად თქვენ ორლესული მახვილით არ შეგეხოთ. ამავე დროს დარწმუნებული ვარ თქვენ ამაყობთ და მუდამ იამაყებთ, განვლილი ორი წელიწადით და მიღწეული წარმატებით. ამიტომ როგორც ძველ მეგობარს და ერთ დროს კონკურენტს გთავაზობთ, ნუ ვიდავებთ წარსულზე, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით რადგან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის. ცალსახად ვხედავთ რომ წყალში იყრება დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი. საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი.

დღეს სწორედ რომ ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესშია დაქსაქსოს ევროპული საქართველოს იდეის ერთგული პარტიები და ისინი სუსტ უტოპისტებად წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე. ცხადია ჩვენ ჩვენი პარტიული იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ევროპული ლიბერალური ქვაკუთხედი სწორედ ძლიერი პარტიებია.
დღევანდელი სიტუაცია მაგონებს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის„ წინა პერიოდს. ჟვანია სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდის წამოსვლის შემდეგ შევარდნაძემ ნელ-ნელა განიცადა საერთაშორისო დელეგიტიმიზაცია რაც საბოლოოდ შევარდნაძის ბლოკ „ახალ საქართველოში“ ღიად პრო რუსული ძალების (რჩეულიშვილის სოციალისტები, ირინა სარიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი) თავმოყრით დასრულდა, ხოლო არჩევნებში მარცხისა და გაყალბების შემდეგ უკვე ღიად გაფორმდა ალიანსი შევარდნაძე-აბაშიძეს შორის, რაც მაშინ სწორედ რომ საქართველოს რუსეთზე რეორიენტაციას ნიშნავდა. მაშინ ქართველმა ხალხმა ეს არ დაუშვა, უარი უთხრა შვარდნაძე-აბაშიძის რუსულ ჯარზე დამყარებულ კორუმპირებულ რეჟიმს. დღესაც სულ მალე, როცა ივანიშვილის უნაყოფო ლეღვის ხეს იუკანასკნელი ფოთოლი, „რესპუბლიკელები“ გახმება და ჩამოვარდება, ივანიშვილის „ოცნება“ ღია ალიანსში შევა ბურჯანაძისა და ინაშვილის რუსულ პარტიებთან (ეს უკანასკნელები ოცნების ყველაზე შავრაზმული კონტიგენტით ფრაქციასაც კი შექმნიან, მაგალითად ჯაჭვლიანი, ქანთარია და ა. შ.) და ისინი ერთმად აუცილებლად დაიწყებენ საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარს, რაც ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს.
ასე გაიყოფა მეგობრებო წყალგამყოფი ხაზი და დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ამჯერად პარტიებზე მეტად მე საზოგადოების ჯგუფების და ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. საერთაშორისო გამოცდილება გვანახებს, რომ პარტიებმა სწორედ მათ, ახალგაზრდა, ენერგიულ ლიდერებს უნდა ვუსმინოთ.
გიგი უგულავა - ივანიშვილის პირადი პატიმარი.
თბილისი, მატროსოვის ციხე."- წერია გიგი უგულავას მიმართავში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42