„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათათბიროს განცხადება
პოლიტიკა - 19:03, 06 Nov, 2014     3549
"ქართული სახელმწიფოსათვის მეტად რთული დრო დადგა.

რუსეთმა, რომლის ოცნებაა, საბოლოოდ ჩამოშალოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მიიტაცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი გაახმაურა- აფხაზეთთან ამზადებს ანექსიის შეთანხმებას. ხელშეკრულების დადებას რუსეთი ახერხებს მარიონეტი ხაჯიმბას მეშვეობით, რომელიც პუტინმა მრავალი ცდის შემდეგ სპეცოპერაციის საშუალებით საბოლოოდ გააბატონა აფხაზეთში. ესაა რუსეთის მრავალი ათწლეულის წინ დაწყებული ექსპანსიური ქმედებების დასკვნითი ნაწილი.

რუსული პოლიტიკის განსაკუთრებული ცინიზმი, დღეს გამოხატულია ფაქტობრივი ოკუპაციის დაკანონების მცდელობით. აფხაზეთის ანექსიის ხელშეკრულებით, რუსეთთან ადმინისტრაციულ და სამხედრო სფეროების შერწყმა, არარაობად აქცევს ე.წ. 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების თუნდაც შორეულ პერსპექტივას.

ამავდროულად, ესაა უკრაინის, კერძოდ ყირიმის ანექსიის გამო მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის მძაფრი რეაქციის სრული იგნორირება.

აშკარაა, რომ რუსეთი, როგორც მინიმუმ, დაჩქარებულად ქმნის შავ ზღვაზე კონტროლის მნიშვნელოვან ზოლს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე. მრავალსაუკუნოვანი რუსული ოცნება, მისთვის სტრატეგიული შავი ზღვის დაპყრობისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის რღვევასთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხარჯზე შეწყდა, ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს. ესაა სტრატეგია იმ რუსული პოლიტიკური დაჯგუფების , რომლის გაცხადებული უდიდესი ტრაგედია საბჭოთა იმპერიის რღვევა იყო.

ყირიმის და აფხაზეთის ანექსია კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ცივილიზებული ქვეყნების საერთო სურვილთან. რუსეთმა თავხედური გამოწვევა შესთავაზა დასავლეთს , რაც სრულიად შეუთავსებელია თანამედროვე მსოფლიო წესრიგისთვის. სწორედ ეს გახდა საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთების და შესაბამისი მკაცრი სანქციების მიზეზი. სამწუხაროდ, „გადატვირთვის“ ცივილიზებულმა კონცეფციამ რუსეთთან მიმართებით ვერ იმუშავა. პოლიტიკური თავხედობის და საერთაშორისო პრინციპების უგულებელყოფის აშკარა მაგალითია აფხაზეთის ანექსიის საბოლოოდ გაფორმების მცდელობა.

დიდი ნაწილი გონიერი და კომპეტენტური პოლიტიკოსებისა, პოლიტოლოგებისა და ექსპერტებისა ყოველთვის ვარაუდობდა მოვლენების ასეთ განვითარებას. რუსეთის სურვილია სრულად დაეპატრონოს კავკასიას და ამ გზით შუა (ცენტრალურ) აზიას. ესაა სურვილი, საკუთარი გავლენისთვის პირდაპირი გასასვლელი შექმნას კასპიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებზე, აკონტროლოს ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანესი გზები.
სწორედ რუსეთის ამ გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ოცნების გამო საქართველო რუსეთისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდიდან აგრესიის, დესტრუქციის, შეფარული და ღია კონფლიქტების წყარო, მიზეზი და მიზანია.

ორგანიზებული კონფლიქტები ცხინვალში, სოხუმში, აგრესიისთვის გამოყენებული მშვიდობისმყოფელის სტატუსი, ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ, ათეულ ათასობით მოკლული და ნაწამები ადამიანი, ასიათასობით დევნილი საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან, ბარბაროსული ეთნიკური წმენდები, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, მშვიდობიან მოქალაქეთა გატაცებები, უკანონო ფსევდოსახელმწიფოებრივი „აღიარებები“, ჩაკეტილი ზონები, მავრთულხლართები - ახლა ეს ყველაფერი, მორიგი ნაბიჯით- ანექსიის ხელშეკრულებით უნდა დასრულდეს.

ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო. შინა პარტიულ დაპირისპირებას და ოპოზიციონერების პოლიტიკურ დევნას გადაყოლილი საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება. სრულიად მცდარ, უნაყოფო და უპერსპექტივო გზას დაადგა. რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ იდეით გატაცებამ, ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა პოზიციის დათმობამ საერთაშორისო დონეზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაკნინება გამოიწვია.

ვითომ ორმაგი თამაშის „ბრძნულმა“ სტრატეგიამ, რუსეთისგან მხოლოდ პერმანენტული დამცირება გამოიწვია და დიდი დარტყმის მომენტიც მოამზადა.საქართველოს მთავრობის უკრაინის მოვლენებისგან აშკარა გამიჯვნამ და რამდენიმე უნიათო ჟესტმა, ქვეყნის სერიოზული დაუხრუჭება გამოიწვია დროში და საერთაშორისო პროცესში. იმ ფაქტმა, რომ ასოცირების ხელმოწერა დაჩქარდა, სწორედ ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინასთან ერთად ყოფნის გამო, შესაბამისი ასახვა ვერ ჰპოვა ქართული სახელმწიფოს საგარეო აქტიურობის სახით.

პროგნოზები გამართლდა და „კარასინ- აბაშიძის“პრაღის შეხვედრები სრულიად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, ხოლო ჟენევის მნიშვნელოვანი ფორმატი დაკნინდა. საგარეო უწყებამ რუსული პოლიტიკის რეალური ფაქტების დაფარვით და არასწორი აქცენტებით, მკვეთრად დაასუსტა ძირითადი ამოცანის მისაღწევი საგარეო საქმიანობა. არაღიარების და საქართველოს დეოკუპაციის აქტიური პოლიტიკა ფაქტობრივად ჩაკვდა.

მთავრობის ხელმძღვანელმა უმძიმესი საჯარო შეცდომა დაუშვა აფხაზეთის ოცდახუთწლიანი მოვლენების შეფასებისას. საპარლამენტო და სამთავრობო მმართველი გუნდი მთელი მსოფლიოსთვის სრულიად ცხად, 2008 წლის სამხედრო აგრესიას საქარველოს წინა მთავრობისთვის დაბრალებას ცდილობდა პოლიტიკური რევანშის გამო. აღარაფერს ვამბობთ ე.წ. რეინტეგრაციის მინისტრის სრულიად არაეფექტური, არაადექვატური მოღვაწეობის შესახებ ან პრორუსული ძალების ასე მავნებლური და სახიფათო გააქტიურების თაობაზე.

სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება ახალი,ე.წ. დაღესტნური გზის წინააღმდეგ. საქართველოში არ არსებობს რუსეთიდან რამე გზა, რომელიც არ ყოფილიყოს გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. მტრისგან მომავალი გზები - სამხედრო გზა, აფხაზეთის რკინიგზა, როკის გვირაბი - სხვადასხვა დროს რუსეთმა გამოიყენა საქართველოზე სამხედრო თავდასხმისთვის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეა უკვე ორ საუკუნეზე მეტი. ახალი გზა საქართველოს და აზერბაიჯანის საწინააღმდეგო გზაა, სატრანზიტო ფუნქციის დასამარების გზაა. 90-იანი წლების ბოლოს ყბადაღებული ეკონომიკური სარგებლიანობით გამართლებული კავკასიის გამჭოლი რკინიგზის ბედი ქართველმა სტუდენტებმა და ინტელექტუალებმა შეაჩერეს. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მისი არსებობის შემთხვევაში დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ასეთი საფრთხის შემცველი პროექტები მეტ დაფიქრებას და კომპეტენციას მოითხოვს.

სამაგიეროდ,მთავრობის ქმედებებით შეფერხდა საქართველოსათვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი აზია-ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო არტერიის მშენებლობის და ფუნქციონირების დაწყების პროცესი, რაც ისევ რუსეთს აძლევს ხელს.

ასევე, აზრს კარგავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ეგიდით მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც, თუნდაც ირიბი გზით ფსოუზე ტვირთების ტრანზიტის კონტროლის საშუალებას იძლევა. ეს მექანიზმიც საერთოდ არ გააქტიურებულა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ამავდროულად,, სახეზეა სარისკო ტენდენცია ქართული ნაწარმის დიდი წილის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებისა.

იმ ვითარებაში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა, არ არის ურთიერთბრალდებების და სამკვდრო-სასიციცხლო დაპირიპირების დრო. ბოლოს და ბოლოს, ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ძალას, ყველა პატრიოტს, ვიწრო ინტერესების მიღმა უნდა შეეძლოს საქართველოს უმთავრესი სატკივარის - ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისგან გადარჩენის ამოცანისთვის ერთიანი ძალისხმევის გეგმაზომიერი და ეფექტური პროცესის წარმართვა. დაგვიანებული და პოლიტიკურად უსუსური ნაბიჯები ვერ გვიშველის.

აფხაზეთის, საქართველოს და ყირიმის, უკრაინის პობლემატიკა ერთდროულად და თანაბრად უნდა მოექცეს საერთაშორისო პოლიტიკური პროცესის ცენტრში. ასეთი საკითხების გაძღოლას დისკრედიტებული მოხელეები და გამრუდებული პოლიტიკის მსახურნი უნდა ჩამოშორდნენ. მხოლოდ კომპეტენტური და ეფექტური ნაბიჯებით შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება. ყველა, ვისაც ხელეწიფება წვლილის შეტანა ამ საგანგაშო ვითარების საშველად, უნდა იყოს ჩართული პროცესში.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას შესაბამისი ხედვა და რესურსი არ აქვს, იგი ვერ შეძლებს სიტუაციის პოზიტიურ ცვლილებას და ქვეყანას უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის. .ბოლო დღეების სამთავრობო დაპირისპირებამ, სახელისუფლებო კოალიციის რღვევამ და ოლიგარქიული მმართველობის ნეგატიურმა შედეგებმა ამაში დაგვარწმუნა.

დღეს საჭიროა კონსოლიდაცია და გონივრული,პატრიოტული,პრინციპული გადაწყვეტილებები.გვერდზე უნდა გადაიდოს ყველა სხვა მოტივი. საზოგადოებამ ნათელი ხედვის, საქმის მცოდნე და სამშობლოსათვის უანგაროდ თავდადებულ ადამიანებს უნდა ანდოს ქართული საქმის კეთება. 15 ნოემბერს ეს მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა განცხადდეს!"- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42