ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი - უსუფაშვილი აშშ სახ.დეპარტამენტის განცხადებაზე
პოლიტიკა - 17:23, 06 Nov, 2014     2427

"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაიმე ემსგავსება უკრაინას - განაცხადა დავით უსუფაშვილმა „ტაბულას“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადების შესახებ ჰკითხა, სადაც საქართველოს მთავარი პარტნიორი ალასანიასა და სხვა მინისტრების გადადგომის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„მე მოგახსენეთ, რომ ის რაც მოხდა არ იყო სასურველი და ჩვენი მეგობრები აშშ-ში და სხვაგანაც, ღიად, მეგობრულად, მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ამდაგვარ საკითხებს უნდა გავუმკლავდეთ უკეთ. ამ ნაწილში რა თქმა უნდა შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ვაშინგტონიდანაც და ბევრი სხვა ქვეყნიდანაც, რომლებიც გარკვეული შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს განვითარებულ მოვლენებს.“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის კარგი არაა, მაგრამ იმედი გამოთქვა რომ ხელისუფლების გონივრული ძალისხმევით ეს პრობლემები მოგვარდება და პარტნიორების შეშფოთებაც გაივლის:

„ამას ხელი შეუწყო გაკეთებულმა განცხადებებმა თუ, კითხვა-პასუხმა თუ საპასუხოდ გაკეთებულმა რეაქციებმა და ა.შ ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი. მაგრამ დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში გაირკვევა ყველასთვის, კონკრეტული მოქმედებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით, კონკრეტული ნაბიჯებით საქართველოს მთავრობის მხრიდან, ახალი მინისტრების მხრიდან, ზოგადად ქვეყნის პოზიციების განმსაზღვრელი ადამიანებისა თუ ორგანოების მხრიდან და ეს შეშფოთება დარწმუნებული ვარ გაივლის.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად და თავისით გაივლის ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური სისტემის დახვეწას სჭირდება, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მეტ დემოკრატიზაციას სჭირდება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი პარლამენტის მეტ ეფექტურობას სჭირდება და ზოგადად, სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს.“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილის განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესწრეებისთვის იყოს ძალიან ცხადი და დამაჯერებელი ის, რომ ქვეყანა არის სტაბილური, რომ ქვეყანაში ხდება გარკვეული ცვლილებები, ზოგჯერ მთავრობის შეცვლაც ხდება, ზოგჯერ მთავრობის წევრის შეცვლაც ხდება არჩევნებია, რიგგარეშე არჩევნებია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილი, კონსტიტუციური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არ ემუქრება საფრთხე არავის და არაფერს. არც ინვესტიციებს, არც მოქალაქეების ჩამოსვლას საქართველოში, არც ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორულ ურთიერთობას, არც ჩვენ მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ და ამგვარ საკითხებს გავუმკლავდეთ, ისე როგორც ამას უმკლავდებიან ცივილიზებულ სახელმწიფოებში. აშშ-ში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სენატში რესპუბლიკელებმა მიიღეს უმრავლესობა. ამის გამო არავის ექმნება განცდა, რომ ამერიკაში დაიწყება რაღაც ცუდი პროცესები და შეიცვლის ძირითად კურსს და ა.შ ჩვენც უნდა ჩავდგეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც პოლიტიკური პროცესები არის ცივილურ ჩარჩოებში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42