ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ღიმილისმომგვრელია პრემიერის განცხადება, რომ ირაკლია ალასანია „ნაციონალებს“ ლობირებდა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოყალიბება არ ეკადრება.
"ჩვენ გაცილებით უფრო ადრე დავიწყეთ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ღარიბაშვილი ბიზნესში იყო. მინდა ძალიან ცხადად და მკაფიოდ ვუთხრა საზოგადოებას , რომ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ასეთ განსხვავებულ მსოფლმხედველობით ვითარებაში, როგორიც არის ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის რაიმე ტიპის პარტნიორობაზე იყოს საუბარი. ამიტომ ნურავინ ნუ შეეცდება საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოყალიბებას, მითუმეტეს, ეს არ ეკადრება პრემიერ-მინისტრს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „ნაცმოძრაობას“ მფარველობდა და ლობირებდა.
მასალის გამოყენების პირობები






