ოთარ დანელია ისრაელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 14:35, 06 Nov, 2014     805
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს.

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იაირ შამირთან გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე იმ სიახლეებზე, რომლებიც დარგის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიასა და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ. ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. იარ შამირმა ოთარ დანელია პირადად მიიწვია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე(AGRITECH), რომელიც 2015 წლის აპრილში ისრაელშიგაიმართება. შეხვედრის დასასრულს ისრაელისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსმოაწერესხელი.

„ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ჩემს კოლეგას. ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება, მათ შორის, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის, იაირ შამირის განცხადებით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომლთა განხორციელებაც მომავალში ერთობლივად მოხდება.

ვიზიტის ფარგლებში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრა გამართა ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) ხელმძღვანელთან, ჯილ ჰასკელთან, სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სასწავლო კურსების ორგანიზებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიების კუთხით. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მოსავლის შენახვის, შეფუთვისა და დასაწყობების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

საქართველოს დელეგაციის წევრები ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში იმყოფებოდა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შენახვისა და დასაწყობების უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ; დაათვალიერეს მცენარეთა გენეტიკური ბანკი, რომელიც ფოკუსირდება მცენარეების იშვიათ ჯიშების კონსერვაციაზე.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვდრებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42