უახლოეს დღეებში საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ინიციატივით, საჯარო სკოლების პედაგოგები საპროტესტო, გამაფრთხილებელ აქციებს გამართავენ.
პედაგოგები მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით, დანარჩენი ხელფასების მატება დაკავშირებულია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის" მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა.
როგორც საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძე „კომერსანტთან" აცხადებს, გაუგებარია რატომ იზრდება პედაგოგის საბაზო ხელფასი, სიმბოლურად 50 ლარით 2015 წლის სექტემბრიდან, მაშინ როდესაც საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან. გარდა ამისა, მისი თქმით, პროფკავშირები ეწინააღმდეგება პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდის მიბმას კატეგორიებს შორის განსხვავებებზე. კობახიძე განმარტავს,რომ საბაზო ხელფასის ზრდა უნდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან და საბაზო ხელფასი განმავლობაში გაზიარდოს ყველა პედაგოგისთვის.
კობახიძე აცხადებს,რომ ჩვენ გვყვავს 1000 ლარიანი პედაგოგები ,რომლებიც პედაგოგთა საზოგადოების 1 პროცენტიც კი არ არის. „როდესაც სერთიფიცირებულ მასწავლებელს მიეცემა 75 ლარიანი დანამატი და დღეს ასეთი მასწავლებელი ქვეყენაში მხოლოდ 20 000 მასწვალებელია, დანარჩენი 42 000 პედაგოგის სოციალური პირობები ამით ვერ გააუმჯობესა"-აცახდებს კობახიძე. მისი შეფასებით, კვალიფიკაციების მიხედვით განსხვებულმა ანაზღაურებამ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი ვერ აამაღლა და პედაგოგი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში დარჩა.
საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ითხოვდა და ითხოვს, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. პროფკავშრები ამ ინიციატივით მიმდინარე წლის თებერვალში გამოვიდა, რაზეც თანხმობა მიიღო როგორც განათლების სამინისტროსგან, ისე პრემიერ-მინისტრისგან.
www.commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები






