უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაცირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია უჭკუსო და ამბიციურ მინისტრად მოიხსენია.
„მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია. აი პირიქით კი რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი. ამბიციური კი კარგია“, - წერს ხიდაშელი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას ავანტიურისტი, ამბიციური და უჭკუო მინისტრი უწოდა.
„ალასანიას მსგავსი ავანტიურების არ გვეშინია. ის რაც, მან გააკეთა, სააკაშვილის სტილში ბევრ კითხვებს ბადებს. რაც უფრო მალე მოხდებოდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც საწყენია არის ის, რომ ისინი ჩვენს ქვეყანას არ უფრთხილდებიან. კიდევ ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამაში ცუდი არაფერი არ მომხადა“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






