პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს და მთავრობას ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის
პოლიტიკა - 14:27, 06 Nov, 2014     1617

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გიორგი მარგველაშვილის განცხადების შესაბამისად, მიმართავს პარლამენტს, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩანიშნოს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებამოსილია ხალხს და პარლამენტს მიმართოს.

„უახლოეს დღეებში ოფიციალურად პარლამენტს თხოვნით მივმართავთ, რომ რომელიმე პლენარული სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული იქნას პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა. საუბარი არ არის ყოველწლიურ მოხსენებაზე. მისი პროცედურები რეგულირდება და როგორც წესი, წელიწადში ერთხელ საგაზაფხულო სესიის დაწყების დროს ხდება. გიორგი მარგველაშვილის მიერ მოთხოვნილი მიმართვა წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას. შესაძლოა ეს უფლება-მოსილებები პარლამენტის რეგლამენტში პირდაპირ არაა გაწერილი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს ბიურო ის ორგანოა, რომელიც პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შედგენისა და ნებისმიერი საკითხის დღის წესრიგში ჩასმას წყვეტს“, - განაცხადა დავით პატარაიამ.

მისივე თქმით, მოთხოვნა გაეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციასაც. ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი უფლებამოსილია, მთავრობას თხოვნით მიმართოს, რომ სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული იქნას ცალკეული საკითხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42