ტოვებს თუ არა"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია პარტიას?
პოლიტიკა - 13:02, 06 Nov, 2014     2048
"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია პარტიას ტოვებს და "ქართულ ოცნებაში" გადადის, - ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბფირინგზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ ერთმა დამფუძნებელმა, პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, პარტია მთლიანად დატოვა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციის ოთხმა დეპუტატმა და პარტიის უმრავლესობამ.

კვერღელიძემ, უპასუხისმგებლო უწოდა ალასანიას გუნდის გუშინდელ გადაწყვეტილებას კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხალხისთვის გაცემული დაპირებების შესრულებისთვის ბრძოლის გაგრძელება დღეს ყველაზე მთავარია.

თავისუფალი დემოკრატების ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში, პარტიის აწ უკვე თავმჯდომარის, დიმიტრი კვერღელიძის განცხადებას, უმრავლესობის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ.

"არავის ამ წუთისათვის, ვაკონკრეტებ, პარტიის არცერთ წევრს არ მოუმართავს ოფისისთვის განცხადებით, პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, არანაირ უმრავლესობაზე საუბარი არაა, პარტია მხოლოდ ყოფილმა თავმჯდომარემ, კვერღელიძემ დატოვა" - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ ამავე პარტიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინა კოპალეიშვილმა.

მან უფრო მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ვრცელ კომენტარს ამის შესახებ პარტიის ყრილობის (8 ნოემბერი) შემდეგ გააკეთებს.

თეა იოსელიანი, გურა, ,,ნიუპოსტი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42