ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა საქმეებზე მუშაობდა. ასევე, გავრცელებული ცნობით, უახლოეს მომავალში ბადაშვილის უწყებამ შესაძლოა რამდენიმე ახალ საქმეზე გააკეთოს განცხადება.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ შესაძლოა 31-ე ქარხნისა და თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო ტენდერების საქმეები ამოწიოს:
,,თავდაცვის მიინისტრმა ხიდები დაწვა და ის უნდა მიხვდეს, რომ ორ სკამზე ვერ გაჩერდება, მას რელურად აქვს ორი გამოსავალი -ან უნდა თქვს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ტოვებს პოსტს, და მიდის ოპოზიციაში და ცდილობს ოპოზიციაში ყოფნისას დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ან აღიარებს რომ იყო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდებოდა თავადცვის უწყებაში. ალასანიას ამ ორიდან აქვს ერთ-ერთი გზა ასარჩევი, რადგან ჯერ იყო კაბელების საკითიხი, შემდეგ კვება და მესამე აუცილებლად მოჰყვება ამას მშენებლობის საკითხი. იყო რაღაც მშენებლობები მისი მინისტრობის დროს განხორციელებული, და როგორც სჩანს პროკურატურა ამასაც სწავლობს, ამას მოჰყვება შემდეგ უნიფორმების შეკერვის თემა და საბოლოოდ ეს დაგვირგვინდება ალბათ 31-ე ქარხნით შემოწმებით, რომელიც 2013 წელს კიდევ იყო თავადცვის კომპეტენციაში.
პროკურატურამ დღევანდელი განცხადებით ღიად დააფიქსირა, რომ არ გაჩერდება და ალასანიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი უკვე აისახა ქვეყნის უსაფრხოებაზე და ეს სამწუხარო პროცესი როგორც სჩანს გაგრძელდება“, - აცხადებს შაშკინი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი კომპანია „პროგრეს პლუსის“ შესახებ საუბრობდა:
„ამის შემდეგ, ხუთ დღეში, კიდევ ორი ტენდერი გაიმართა. პირველი _ სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისთვის და გამოტანილი იყო ლოტი 1 372 000 ლარი. ეს ტენდერიც მოიგო მან და კიდევ ერთი ტენდერი 238 000 ლარზე, აკუმულატორების მიწოდებაზე. სხვათა შორის, ეს ტენდერი მოუგო „თეგეტა მოტორსს“. საბოლოოდ, თითქმის 1 800 000 ლარზე ავიდა თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან მიიღო ამ კომპანიამ... გიორგი სიმონიანი არის გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლი. თუ გავიხსენებთ, რა ახლო ურთიერთობები აქვთ ბატონ ყარყარაშვილს და ირაკლი ალასანიას, ალბათ არავის გაკვირვებას გამოიწვევს ეს ფაქტები და გასაგები გახდება როგორც მოახერხა სამი ლოტის მოგება. ირაკლი ალასანიამ ყარყარაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა. ეს არის ელიტური კორუფციის ფაქტი. ჩვენ ვთვლით, რომ თავდაცვის სამინისტროში რაღაც ხდება, რადგან არ ჩატარებულა არც ერთი ტენდერი, რომ სკანდალი არ მოყოლოდა“, - აცხადებდა ნადირაშვილი.
გაიხსენებს თუ არა მთავარი პროკურატურა აღნიშნულ საქმეებს, უახლოეს მომავალში გახდება. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი პოლიტსაბჭოს შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაპატიმრებით დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






