ირაკლი ალასანიას დაიჭერენ? - ივანიშვილ-ალასანია-ღარიბაშვილის ისტორია
პოლიტიკა - 12:09, 06 Nov, 2014     3892
კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფიში, გუშინ პოლიტიკური საბჭო გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, „ნიუპოსტის“ ადგილზე მყოფი კორესპონდენტის განცხადებით, ვრცელდება ხმები, რომ კოალიციისა და „თავისუფალი დემოკრატების“ რამდენიმეწუთიანი შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, შედეგად კი ზურაბ აბაშიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, ასევე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო.

„ნიუპოსტის“ ჟურნალისტის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაჭერით დაემუქრა. ალასანია-ივანიშვილის დაპირისპირება ახალი არ არის, ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბრები ირაკლი ალასანიასა და ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის არსებული დაძაბულობაზე. ,,ნიუპოსტის" ინფოარმაციით, ალასანია შუშის სასახლეში ,,სამის გასარჩევადაც" კი დაიბარეს.

„ნიუპოსტი“ შეგახსნებთ 2013 წელს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ბლოგს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ დაიბარა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია შუშის სასახლეში.

„ეს ბიზნეს-ცენტრი რაღა კეკლუცობაა? მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: მაფიოზურ-ოლიგარქიული მეთოდით, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია სახლში დაიბარა: შენს პარტიაში აგენტები ყოფილან და აბა ერთი, ჩემთან ამოდი, განვიხილოთო.

მე ვერსად ვიპოვე და იქნებ თქვენ მომაშველოთ ანალოგიური შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრს სახლში იბარებს. აქ საჯაროდ დაბარებას ვგულისხმობ, წინასწარ დაანონსებულს, თორემ კადრსა და საზოგადოების თვალს მიღმა ყველა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და წევრები, ალბათ, ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

ეს, ჩვენი სახლში დაბარება კი ძალიან ჰგავს საკმაოდ აპრობირებულ მეთოდს, როცა ქურდი "კაი ბიჭს" სახლში იბარებს - აბა, ერთი, ჩემთან ამოირბინე, ქსივი მომივიდა, რომ შენს "კამანდაში" ნასედკებიაო. კაი ბიჭსაც სხვა რაღა დარჩენია - უნდა ეახლოს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42