ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავიდან აიცილოს პოლიტიკური დევნა და პატივი სცეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ღირებულებებს.
"საქართველოში ორი წლის მანძილზე მუდმივი დაჭერები, სასამართლო პროცესები და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებები სერიოზული შეშფოთების საბაბს იწვევს. EPP-მ ეს პრაქტიკა მრავალგზის დაგმო. თადაცვის მინისტრის გადაყენება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ლიდერების გადადგომა, მას შემდეგ რაც მათ მთარობა პრო-დასავლური კურსისგან გადახვევაში დაადანაშაულეს, კიდევ უფრო მეტი შეშფოთების მიზეზს იძლევა.
ყველაფერი ეს ღრმავდება და ამას ემატება პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, რომლის თქმითაც ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მთავრობაში არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.
შესაძლო პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც სამი მინისტრის გადაყენება.გადადგომას შეიძლება მოყვეს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კრიტიკულ მომენტში, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოლიტიკური დევნის ნებისმიერი ფორმებისგან. უფრო მეტიც, ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ შერჩევითი სამართლის გამოყენებას და ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინასწარ პატიმრობაში ყოფნას და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში მოქმედი ყველა დემოკრატაიული ღირებულების მქონე პარტია ერთად შეეცდება, შეუნარჩუნოს ქვეყანას ევროპული და ევროატლანტიკური კრუსი“, - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






