თქვენ მედია როგორ ხართ?! ჯოჯოხეთს მოვაწყობთო ამბობთ და მედია ხართ?, - ასეთი განცხადებით მიმართა მინისტრმა სოზარ სუბარმა ,,კურიერის“ წამყვანს ზაალ უდუმაშვილს. ,,ეს თქვენმა ხელმძღვანელმა თქვა... როცა იმედში შეიჭრა სპეცრაზმი არ მახსოვს ასეთი სოლიდარობა გამოგეჩნათ“, - განაცხადა სუბარმა ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
სოზარ სუბარის ამ განცხადებას ზაალ უდუმაშვილის პასუხი მოჰყვა, რომელმაც მინისტრს შეახსენა ის ფაქტი, რომ ტვ ,,იმედში“ განვითარებული მოვლენების დროს სწროედ ,,რუსთავი 2“ აშუქებდა მოვლენებს პირდაპირ ეთერში.
,,მე ამას ვერ მივიღებ, როცა იმედის მოვლენები ხდებოდა ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა და თუ ეს მოვლენები მსფოლიომ გაიგო ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსთავი 2-ის დამსახურება“, - უპასუხა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






