"პოლიტსაბჭოზე "თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილის კითხვებმა გააღიზიანა"
პოლიტიკა - 21:46, 05 Nov, 2014     2278

„გულდასაწყვეტია ის, რომ დღეს „თავისუფალმა დემოკარტებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს კოალიცია“, - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა.

„ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, თუ როგორ განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში მოვლენები. გულდასაწყვეტია ის, რომ დღეს „თავისუფალმა დემოკარტებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს კოალიცია. მე ადამიანურად გული დამწყდა, რადგან ამ ადამიანებთან ერთად 2 წლის განმავლობაში მძიმე დღეები გამოვიარეთ. რთული იყო წინა ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება და ჩვენ გვახსოვს, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა განსხვავებული აზრისა და შეხედულებების მქონე ადამიანზე“, - განაცხადა კახი კალაძემ.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფნას, მისი თქმით, ყოფილი პრემიერი იქ კოალიციის მოწვევით იმყოფებოდა. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის კითხვებმა გამოიწვია „თავისუფალი დემოკრატების“ გაღიზიანება.

„თვითონ გაღიზიანება რამ გამოიწვია, ეს იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც დასვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მე მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოწვეული იყო ჩვენი ინიციატივით, რადგან ის გახლდათ ამ კოალიციის დამფუძნებელი და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან იყო განაწყენებული. ზუსტად მთელი საზოგადოება, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოალიციის წევრები არიან, გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ. ამის გამო იყო მოწვეული ბატონი ბიძინა და გაღიზიანება გამოიწვია სწორედ იმ კითხვებმა, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42