საგარეო საქმეთა მინისტრად კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა განიხილება.
ინფორმაციას ინფო9“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ზალდასტანიშვილის კანდიდატურა მოსწონთ და აპირებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისი მინისტრად დანიშვნა ურჩიონ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრად ზურაბ აბაშიძისა და ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში ამბობენ, რომ აბაშიძის კანდიდატურა იმ ფაქტორის გამო არ განიხილება, რომ ის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ოპონენტები მის მინისტრად წარდგენას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებენ.
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2013 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობა დღეს დატოვეს.
წყარო: info9.ge
მასალის გამოყენების პირობები






