პარტია "თავისუფალი დემოკრატები" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:51, 05 Nov, 2014     2610

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "თავისუფალი დემოკრატები" ამაოდ შეეცადა გამოსავალი მოენახა შექმნილი ვითარებიდან, რის გამოც ტოვებს "ქართული ოცნების" რიგებს.

"თავისუფლება, დემოკრატია და თანასწორობა "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ფუნდამენტური ღირებულებებია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების - თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმდინარეობდა ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია.

ამგვარმა დესტრუქციულმა ქმედებებმა, განუზომელი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, თავდაცვის უწყებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან პატიმრობაში. ჩვენ, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით პრინციპულები, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა საქმე და გაირკვეს სიმართლე, მაგრამ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს აბსოლუტურად გამჭირვალედ, ცივილიზებულად და არა ისე, როგორც ამას აკეთებს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანთა ერთი ჯგუფი. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი წარმოჩნდა ერთი უწყების - პროკურატურის - მხარედ. ჩვენ მცდელობა არ დავაკელით, რომ ერთობლივად გამოგვენახა ამ ვითარებიდან გამოსავალი, მაგრამ ამაოდ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებს, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები და ყველა ბრძოლის ავანგარდში ვიყავით.

"თავისუფალი დემოკრატები" ვაგრძელებთ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რაც დეკლარირებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ძალის დაფუძნების დღიდან.

"თავისუფალი დემოკრატები" ვიქნებით საქართველოს ყველა მოქალაქის მაკონსოლიდირებელი ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლების, ღირსების, ისტორიის და სამშობლოს იდეალებისათვის სამსახური", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42