ევროპული არჩევანი არ არის რომელიმე ერთი ცალკე აღებული მინისტრის პოლიტიკა - სუბარი
პოლიტიკა - 19:18, 05 Nov, 2014     1694
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:

„მთელი დღის განმავლობაში ვისმენ პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და არ შემეძლო პასუხი არ გამეცა ზოგიერთი მათგანისთვის. ვისმენთ განცხადებებს საქართველოს ევროპულ არჩევანთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი გუნდის, რომელიმე ერთი მინისტრის, რომელიმე ერთი პიროვნების არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომლისთვისაც ვიბრძოდით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ვიბრძოდით ბოლო 20-30 წლის განმავლობაში და ვიბრძვით დღესაც. ის პოლიტიკა, რაც ტარდება ამ 2 წლის განმავლობაში საქართველოში, ეს არის კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ორი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა. ამ პოლიტიკას ვატარებდით თითოეული ჩვენთაგანი. ეს არ არის რომელიმე ერთი ცალკე აღებული მინისტრის პოლიტიკა და უბრალოდ შეურაცხმყოფელია, არაცივილიზებულია, არადასავლური და არადემოკრატიული სტილია, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, თითქოს თავად არის ევროპული არჩევანის მომხრე და სხვა ყველა სადღაც სხვაგან მიდის. ეს ფაქტი მიუთითებს იმ ადამიანების არაკულტურულობაზე, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ.

მეორე, რას ნიშნავს მკაფიოდ რომ განვსაზღვროთ საქართველოს ევროპული არჩევანი. ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატია, რომ ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელსაც შედეგად მოყვება უსაფრთხოება, რომელსაც მოყვება კეთილდღეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. ეს არის ის, რაც ქვეყანაში დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან კარგად გვახსოვს სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, 2011 წელს, საქართველოში დემოკრატიის შანსი არ არსებობდა. პოლიტიკური ველი ისე იყო მოსუფთავებული, რომ საქართველოში არ არსებობდა შანსი ყოფილიყო პოლიტიკა, არ არსებობდა შანსი, რომ ვინმეს გაემარჯვა. ეს შექმნა ბიძინა ივანიშვილმა იმ კოალიციასთან ერთად, იმ გუნდთან ერთად, რომელიც მასთან ერთად მოვედით და ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც განუხრელად განვახორციელებთ.

ასევე, მინდა მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, როდესაც ვლაპარაკობთ გამოძიებაზე, მის ინტერესებზე, გამოძიებასთან დაპირისპირება და მისთვის პასუხების არ გაცემა, ესეც არ არის დემოკრატია, არ არის ევროპული არჩევანი. ევროპა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს სწორედ იმას, რომ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას. მე პირადად გეტყვით იმას, რომ მე და ჩემს პირველ მოადგილეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი ჩვენება გვაქვს მიცემული იმ საქმეებზე, რომლებზეც უფლება გვაქვს არ მივცეთ ჩვენება, როგორც სახალხო დამცველს და მის წარმომადგენელს, იმ ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებზე რომლებიც ხდებოდა წლების განმავლობაში სააკაშვილის პერიოდში. ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა ის რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ვიღაცის უდანაშაულობაში და ამიტომაც ვაკეთებ პროვოკაციულ განცხადებებს. ისინი დამნაშავეები არიან თუ არ არიან დამნაშავეები, ამას დაადგენს გამოძიება, ამას დაადგენს სასამართლო. სასამართლო საქართველოში ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არის არ ყოფილა, არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც მანამდე მრავალი ასწლეულის განმავლობაში და ამას მემგონი ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42