თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება
პოლიტიკა - 19:12, 05 Nov, 2014     3948


2010 წელს მე გვერდზე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული კარიერა სიბერემდე, გვერდზე გადავდე ყველაფერი პირადი და დავბრუნდი ევროპიდან საქართველოში, რათა მებრძოლა და წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპამდე მიყვანის საქმეში.

ბედმა გამიღიმა და 2010 წლიდან დღემდე მოვხვდი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა, მაქვს და მექნება ერთიანი ღირებულებები, დასავლური ღირებულებები. 2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესისთვის მუშაობს, და ეს სამუშაო სულ რამდენიმე დღის წინ დაგვირგვინდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის პირველი ფაზის წარმატებით დახურვით და ამ წარმატებას, ჩვენი მთავრობის კოლექტიურ წარმატებას, თავად ევროკავშირმა სულ რამდენიმე დღის წინ, 29 ოქტომბერს, „ერთი ნაბიჯით წინ ევროპისაკენ“ უწოდა.

ცუდია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა საქართველოს ეს დიდი საერთაშორისო წარმატება მთლიანად გადაფარა.

მერე რა, რომ ამ ორი წლის მანძილზე მე, იუსტიციის მინისტრს, ერთ ქალს, მქონია მრავალი სირთულე; მერე რა, რომ თავს ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი ან ავმდგარიყავი − ფაქტი ფაქტია მაინც: მე და ჩემს სამინისტროს არასოდეს არ გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე - არასდროს, არც ერთი და არც მეორე პრემიერ-მინისტრის მხრიდან; არასდროს არც მოქმედ მინისტრებთან, არც აწ უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე არ ყოფილა. 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა იყო და არის დღესაც ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის, დიახ, რთული, მაგრამ ეს იყო და არის მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს კეთილი მომავალი ევროპული კურსის გარეშე. ეს ასეა დღეს!

მანამ ეს ასეა, მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის, საქართველოს ევროპული მომავლისათვის მუშაობის სრული თავისუფლება, მანამ მაქვს თავისუფლება − ვიმუშაო რეფორმებისათვის, რომლებსაც, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპისაკენ, და მანამ არ მაქვს და არც მქონია არანაირი საფუძველი, მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას სახელმწიფოსათვის."- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის მიერ, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მინისტრის პოსტები სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვეს.

ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია "ქართული ოცნებაც" დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42