საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საკუთარ მეგობრებს შესყიდვები და ტენდერები მისცა:
„ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ ოთხი მილიონი ლარის გაფლანგვა. თანხა, რომელიც პირდაპირ ჩვენს ჯარისკაცებს აკლდებათ და აკლდებოდათ. მინისტრი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად და მხოლოდ ამის გამო მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე მინისტრი, რომელიც სავარუდოდ საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ, მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






