პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და მას ისეთივე შეხედულებები ჰქონდა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილს:
„ჩვენ იგივე განცხადებები მოვისმინეთ, რაც რამდენიმე დღის მანძილზე ისმოდა, აზრი აღარ ჰქონდა შეხვედრის გაგრძელებას, ისევ ბრალდებები, განაცხადი, რომ ადამიანები ვინც ეს ჩაიდინა, არიან კრიმინალები, არავინ არ ემალება გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოს. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს. ამისთვის ვიბრძოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა შეხვედრას, მან მოითხოვა სიტყვა, ჩვენ მოვისმინეთ მისი შეხედულებები, მისი შეხედულებები ისეთია, როგორიც ჰქონდა ბატონ პრემიერმინისტრს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






