ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. აპატურაი თანამდებობიდან წასულ სამ მინისტრს მადლობას უხდის:
„უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ვადევნებ. მსურს სამ მინისტრს მადლობა გადავუხადო, ვისთან ერთადაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მადლობას ვუხდი შესრულებული მძიმე სამუშაოსთვის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსისკენ წინსვლაში დაუღალავი შრომისთვის. მე ასევე პირადად გადავუხდი მათ მადლობას მეგობრობისთვის, რომელსაც იმედი მაქვს შევინარჩუნებთ.
მოხარული ვარ პრემიერმინისტრის განცხადების, რომელმაც აღნიშნა, რომ მინისტრების თანამდებობიდან წასვლის გამო, საქართველო ევრო-ატლანტიკური კურსიდან არ გადაუხვევს. ეს, მჯერა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია. ნატო და პირადად მე, განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები ნატო-ში გაწევრიანებისკენ“, - წერს აპატურაი.
მასალის გამოყენების პირობები






