"ქვეყანა იმართება არაოფიციალურად, კულუარებიდან - უფრო დიდი კრიზისების იქნება მომავალში"
პოლიტიკა - 15:20, 05 Nov, 2014     1204

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე, მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება“

„რამდენიმე დასკვნა:

- ეს არის ყველაზე სერიოზული კრიზისი, რაც ამ ხელისუფლებას ჰქონია. ეჭვი მაქვს, კიდევ უფრო დიდი კრიზისების იქნება მომავალში.

- ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანა იმართება არაოფიციალურად, კულუარებიდან. როცა არავის მიმართ არ ხარ ანგარიშვალდებული, ხშირია მიზკალკულაციები, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს.

- ამ მთავრობაში თავისუფალი დემოკრატების წასვლის შემდეგ პრო-დასავლური გუნდი მკვეთრად ჩამოყალიბებული ნატოს და ევროკავშირის დღის წესრიგით აღარ რჩება.

- საგარეო პოლიტიკა ახლა რეალურად დგება კატასტროფის წინაშე. ორი მიზეზის გამო. 1. მთავრობაში აღარ არის დასავლური ორიენტაციის მქონე ძლიერი გუნდი. 2. ადამიანური რესურსები. საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასევე ელჩები ძალიან რთული შესაცვლელია. არაპროფესიონალიზმი უკვე სერიოზული საფრთხე გახდება! და ეს კრიზისული პერიოდი გადაივლის რიგითი დიპლომატების და საჯარო მოხელეების ზურგზე.

- ალასანიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა, როგორც მინიმუმ, ის უნდა ახსნან, ამდენი ხანი რატომ არაფერს ამბობდნენ, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს არაფერი ემუქრებოდა. იმიტომ, რომ ჩემთვის აქამდეც ნათელი იყო, რომ პრემიერს და მის ხელძღვანელს არანაირი დასავლური ღირებულებები და კურსი არ ჰქონდათ, მაგრამ ალასანია, ფანჯიკიძე და მათი მეგობრებო და თანამოაზრეები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

- თუ ამ კრიზისიდან გამარჯვებული ქართული ოცნება და ბურჯანაძე გამოვიდნენ, მაშინ ხალხი მართლა გარეთ უნდა გამოვიდეს, რადგან ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება“, - წერს კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42