მათ მაინც ვერ შეიშნეს ხელისუფლებაში "ნახალიავუ" - გიორხელიძე
პოლიტიკა - 13:35, 05 Nov, 2014     1991

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი გადაწყვეტილებების მიღების დროა: პარლამენტში და მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე უსუსტესი პარტიების წარმომადგენლების გამწესება" არაფრით იყო აუცილებელი და ნაკარნახევი!..

მათ მაინც ვერ შეიშნეს ხელისუფლებაში "ნახალიავუ" (ანუ "მუქთად", სხვის ხარჯზე) მოხვედრა და... აუთამაშდათ ერთი გამოკვეთილი ადგილი!.. და... პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, -აჩვენეს - მათი ნდობა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში!
უახლოეს თვეებში, კონსტიტუციის შესაბამისად, ან:

1. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს
და რეალური პოლიტიკური სურათი დაიდოს, რაც განმუხტავს კრიზისისწინა განწყობებსა და მოლოდინებს! ან:

2. კიდევ უფრო მასშტაბური ნაბიჯი უნდა გადაიდგეს და... არ მოგეჩვენოთ პარადოქსულად, - ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე,
(ა) უნდა დაშლილი იქნას მმართველი კოალიცია, - 2-3 პარტია, რომლებმაც გამოამჟღავნეს რომ... არა აქვთ პოლიტიკური ალღო და ვერ აფასებენ იმას, რაც მუქთად მიიღეს, - ცალკე, თავისუფალ ცურვაში იქნან გაშვებულნი!
თავში ქვა უხლიათ და აგერ ასპარეზი - მივიდნენ და ქართველ ხალხს დაუმტკიცონ თავინთი ვარგისიანონობა, - რას მიიღებენ, დაელოდნო!

და, უ მ თ ა ვ რ ე სი: (ბ) შ ე ქ მ ნ ი ლ საკმარისად მძიმე სიტუაციაში,
თუ ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ალღო და
პოლიტიკური თამაშის გამოცდილება, ზემოთ აღნიშნულის შემთხვევაში (კოალიციის დაშლის შემთხვევაში), და.. თუ შეუძლია წინა ხელისუფლების ოდიოზური და დანაშაულში გახვეული ლიდერების იზოლაცია (თუ ამის მტკიცებულებები არსებობს), - დიდი პოლიტიკური შერიგება გამოცხადოს
და "მონკლოის პაქტის" ტიპის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ამ ეტაპის პოლიტიკური მომენტიდან გამომდინარე, "ოცნებამ" კოალიცია ჩამოაყალიბოს პარლამენტში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად... ეს საშუალებას იძლევა გავლილი იქნას რთული ეტაპი, რომელიც არ მიდის კარგისკენ!
ა მ ა ს თ ა ნ, ეს იქნება სახელმწიფოს და მისი პოლიტიკური სპექტრის სიმწიფის მიმანიშნებელი, რომ... კრიზისულ სიტუაციაში მოიძებნა პოლიტიკური გამოსავალი და არ მივიდა საქმე დაპირისპირებამდე... ამას, სხვანაირად, პ ო ლ ი ტ ი კ უ რ დისკურსში მოქმედება ჰქვია... გავივლით ამ ეტაპს და... 2016 წელს დრო გვიკარნახებს, - ახალ არჩევნებში ვინ როგორ და ვისთან უნდა დაჯგუფდეს! ეს ნაბიჯი მოხსნის ბოლშევიკურ დაპირისპირებას ქვეყანაში და შექმნის სრულიად ახალ რეალობას! ან დიდი შეთანხმება, ანდა... 24 წლიან ჭაობში ჩაძირვა საბოლოოდ!“, - წერს დემურ გიორხელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42