„თუ კოალიცია დაიშლება, არც ეს არ არის ძალიან დიდი ტრაგედია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციის ერთიანობის ხელოვნურად შენარჩუნება სწორი არ იქნება.
„დღეს პოლიტსაბჭოზე იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ „თავისუფალი დემოკრატები“ სამომავლოდ, რჩებიან თუ არა კოალიციაში, თუმცა, იცით ალბათ, კოალიცია რა მიზნებით იქნა შექმნილი, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის ვემზადებოდით, კოალიციაში არის ძალები, რომლებსაც განსხვავებული იდეოლოგია აქვთ. თუ კოალიცია დაიშლება, არც ეს არ არის ძალიან დიდი ტრაგედია. ვფიქრობ, არავის არ აქვს ვალდებულება იმისა, რომ კოალიციაში აუცილებლად უნდა დარჩეს. თუ ვინმეს სურვილი ექნება ის დატოვოს, ამის უფლება აქვს, მე ვფიქრობ, ხელოვნურად შენარჩუნება კოალიციის, ეს იქნება ძალიან ცუდი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთივის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის",-განაცხადა კალაძემ
მასალის გამოყენების პირობები






