საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებას ეხმაურება.
მისი თქმით, ბრალდების რაოდენობა ყოფილი თუ ამჟამინდელი მაღალჩინოსნების მიმართ იწვევს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება.
„იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში არეული ვითარებაა და საქართველო შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს სჭირდება სტაბილულობა, ერთიანობა და დემონსტრირებული ერთგულება მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლონ ამ მიზნების მისაღწევად და მათი ყურადღების ცენტრში იყოს ქვეყნის მომავალი, რაც მკვეთრად არის გამოხატული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში. ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ აღძრავს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები და გაფანტოს ეს ეჭვი“, - განაცხადა ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






