„მინისტრი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა ალასანიას განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არ შეიცვლება.
„ნიუპოსტი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სრულ ტექსტს გთავაზობთ:
„უკანასკნელ დღეებში საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი გახდა თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევები და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესი. აღნიშნულის თაობაზე მე მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა ჩვენი მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მინისტრს, ალასანიას, ეძლეოდა შესაბამისი შენიშვნები და მითითებები. მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, საგამძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დარღვევები, რაზეც მოხდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო დღეებში, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და სახეზეა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიების პროცესისთვის, რათა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს, მისი ეიფორიები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებას, რაც პირადად ჩემთვის კატეგორიულად დაუშვებელია და რაც აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე.
ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ვართ და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელ მუწყებასაც არ უნდა ეხებოდეს ეს და რომელი მინისტრსაც არ უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების თავიდან აცილება, ის, რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, ჩემს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
მინდა განვაცხადო, რომ ალასანიას განცხადება, უპასუხისმგებლო განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა, ეს გამოძიება რაც მიმდინარეობს სამინისტროში, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი არის და იქნება შეუქცევადი.
საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ არის და არ იქნება დამოკიდებული რომელიმე მინისტრის პოზიციასა და მის მოსწრებაზე. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება.
გუშინ მე მქონდა შეხვედრა ფრაქცია „ტავისუფლა დემოკრატებთან“, რომელიც არის ჩვენი კოალიციის წევრი, მე მათთან ძალიან გულახდილი საუბარი მქონდა და მე მათ წინაშე კიდევ ერთხელ დავუსვი ალასანიას კითხვები, რომელიც მომდინარეობდა პროკურატურიდან და რომელზეც, მე როგორც პრემეირმინისტრს მაქვს კითხვები. დღემდე ვერ მივიღე არგუმენტირებული პასუხი, გარდა მისი აბსტრაქტული მოსწრებებისა და დაუსაბუთებელი პასუისა.
ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ ოტხი მილიონი ლარის გაფლანგვა. ტანხა, რომელიც პირდაპირ ჩვენს ჯარისკაცებს აკლდებათ და აკლდებოდათ. მინისტრი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა ტქმა უნდა ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად და მხოლოდ ამის გამო მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე მინისტრი, რომელიც სავარუდოდ საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ, მეტად საპასუხისმგებლო ტანამდებობაზე.
აქვე მინდა ბოლო დავაფიქსირო ჩემი სრული მზაობა, რომ ხვალ ჩვენ კოალიციის პოლიტსაბჭოს გავმართავთ, ალასანიას, როგორც კოალიციის წევრს, მის პარტიას, რა თქმა უნდა აქვს სრული უფლება, რომ დაესწროს პოლიტსაბჭოს სხდომას. მე მსურს გაფართოებული კოალიციის პოლიტსაბჭოს მოწვევა და მსურს,რ ომ დაესწროს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სრული შემადგენლობა,
ახალი თავდაცვის მინისტრი იქნება ბატონი მინდია ჯანელიძე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






