თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრს ნდობისთბის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მზად არის ამ ნდობის გასაკეთებლად ყველაფერი გააკეთოს.
ჯანელიძემ იმ კურსზე ისაუბრა, რაც მას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ექნება არჩეული.
„შეიაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი დარჩება. ეს ჩვენი ხალხის და მთავრობის არჩევანია. ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ასევე, აქტიურად გაგძელდება სამხედრო თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პატრნიორებთან - აშშ-სთან, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. მეორე პრინციპი, რასაც დაეფუძვნება ჩემი მმართველობა, იქნება შეირაღებულ ძალებში თითოეული ჯარისკაცის და ოფიცრის პატივისცემა. ისინი გმირები არიან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ საკუთარი თავის რეალიზება სრულად მახდინონ. გაგრძელდება მთავრობის კურსი შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის მიმართულებით. ჯარი იქნება თავისუფალი პოლიტიკური კონიექტურისგან. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა ქვეყნის უსაფრთხოებას შესწირეს. სამინისტროს მხრიდან ამ ადამიანების მიმართ ყოველთვის იქნება სათანადო ყურადღება. ამასთანავე, ჩემი მმართველობა კანონის უზენაესობას და გამჭირვალობას დაეფუძვნება. საზოგადოება იქნება საქმის კურსში იმ პროცესებზე რაც წარიმართება სამინისტროში“, - განაცხადა ჯანელიძემ.
მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერმა ცოტა ხნის წინ წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






