„დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით, ქვეყნის საგრეო კურსზე კითხვები გაჩნდა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„არავითარ შემთხვევაში პარალელს არ ვავლებ 2007 წლის 7 ნოემბერთან, მაგრამ დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდებით. ქვეყნის საგრეო კურსზე კითხვები გაჩნდა. არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვანაირად მოვიქცე. არასდროს ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. კარიეული დიპლომატი ვარ 22 წელი ამ სამსახურს ვემსახურე. არც ერთ წუთს არ გადამიდგამს გაუაზრებელი ნაბიჯი. 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც კვლავ დავბრუნდი დიპლომატიურ სამსახურში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის დატოვება აღარ მომიწევდა.
ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის, იქ არის ჩემი გული და რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უცვლელია. ჩემი დღევანდელი არჩევანი შესაბამისობაშია ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






