„თავისუფალი დემოკრატებისა“ და მისი ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს“, - ასეთია საპარლამენტო უმცირესობის შეფასება. მათი განცხადებით, ამ შემთხვევაშიც მთავარი მოქმედი პირი, ბიძინა ივანიშვილია.
„სახეზეა სრულფასოვანი, სრულმასშტაბიანი პოლიტიკური კრიზისი და ეს პოლიტიკური კრიზისი გახლავთ ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში ატარებდა. დაპირისპირებაზე, დევნაზე, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენების პოლიტიკაზე, რომელსაც ეს წლები ვხედავდით და შესაბამისად მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც უკვე საბოლოოდ მოხდება მმართველი კოალიციის დაშლა. მე ველოდები, რომ ირაკლი ალასანიასთან და ყველა სხვა პროდასავლურ პარტიასთან ერთად ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






