ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას ეხმაურება.
„კახი კალაძისგან გამიკვირდა:) უკვირს რომ ალასანიამ ვერ გაატარა ის, რისი საფრთხის წინაშეც თავად გაცილებით უფრო ადრე იდგა. მაგრამ მასთან პაუზა აიღეს მხოლოდ იმიტომ რომ კახის აღალატებინეს საკუთარი პრინციპებისთვის და დაუფასეს მისი მონური დუმილი პარტიის ახალ დირექტორზე:) არ მიიღებდა ჯანყარაშვილს, ადამიანს რომელიც მისი მტერია და ის იქნებოდა მანამდე ვიდრე იყო ალასანია:) კახის მე პატივს ვცემ , იცის მან ეს, მაგრამ მაინც უნდა ვუწინასწარმეტველო. პრემიერის ყველაზე დიდი სურვილია შემდეგი კახი იყოს. უბრალოდ კახი მანამდე არ გახდება პროკურატურის ინტერესის ობიექტი სანამდეც მას პრინციპები ჯიბეში უდევს:) ამოიღებს? იქვე გაჩნდება საქმე. თან პროკურატურამ მისი სამინისტრო უკვე შეამოწმა! თითქმის მაშინ როდესაც ამოწმებდა ალასანიას უწყებას“, - წერს ჟორჟოლიანი.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. ამის შემდეგ სახელმწიფო მინისტრის პოსტი ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






