ანალიტიკოსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, არიელ კოენი აცხადებს, რომ ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს პოლიტიკური შურისძიება, რათა საქართველომ გადაუხვიოს ევროატლანტიკური კურსიდან:
„ირაკლი ალასანიამ ბევრი რამ გააკეთა საქართველოს თავდაცვისთვის. ის არის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა. ამიტომ, ვაშინგტონში მისი უცერემონიოდ გადაყენება ჩვენთვის მოულოდნელი გახდა. თანაც მის წინააღმდეგ მიმართული საქმე, ასეთი სახის გამოძიება პირველად მაშინ ვნახეთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ეს გააპროტესტა. ვაშინგტონში არსებობს კრიტიკა ასეთი სახის გამოძიების მიმართ. ალასანია პროდასავლურ ლიდერად არის მიჩნეული. აქ ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს პოლიტიკური შურისძიება, რათა საქართველომ გადაუხვიოს ევროატლანტიკური კურსიდან?“, - განაცხადა არიელ კოენმა.
მასალის გამოყენების პირობები






