ალასანიას გუნდის 10 მანდატის გარეშე კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს
პოლიტიკა - 23:44, 04 Nov, 2014     3478

„რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილის თქმით „თავისუფალი დემოკრატების“ 10 მანდატის გარეშე კოალიციას უმრავლესობა არ აქვს" ამის შესახებ განცხადება მან „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„იმის პარალელურად, როცა კოალიცია განიხილავდა ალასანიას საკითხს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოახდინეს დემონსტრირება, რომ ეს გუნდი ერთიანია. ამით, ილუზიები, რომ ალასანია წავა, 2-3 კაცი გაყვება და სხვა დეპუტატები დარჩებიან, გაქარწყლდა",-ამბობს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, იყო ჯანსაღი კამათი და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მთავარ პოლიტიკურ პარტნიორს, „თავისუფალ დემოკრატებს“. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვისაც, როდესაც მან დაიწყო პოლიტიკაში მოსვლა, მთავარი პოლიტიკური პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ.

„რაც უნდა მოხდეს, რესპუბლიკელები ვიქნებით ივანიშვილის მადლიერები, მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ ახალ რეალობაში. როდესაც მივმართეთ კოალიციის ახალ სუბიექტებს, მაშინაც ვწერდით, რომ კოალიცია ძირითადად გაუმკლავდა პრობლემებს, დაამარცხა სააკაშვილი, ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, სამიტების შემდეგ, პირველი ეტაპი დამთავრდა. დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც არის სახელად კოალიციური და არსით არაა კოალიციური".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42