ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ პრემიერის მიერ თავდაცვის მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, იცით რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს საუბარი, მე დღეს დილით მითხრეს გამეკეთებინა კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით და მაქსიმალურად თავი შევიკავე, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და არ მინდოდა რაიმე კონკრეტული განცხადება გამეკეთებინა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომ არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა ექვს საათზე ბატონი ირაკლის მხრიდან ბრიფინგზე გაჟღერებული იქნა პოლიტიკური განცხადებები, მე ვფიქრობ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს განცხადება იყო მტკივნეული ვინაიდან მესიჯი იყო ძირითადად ის , რომ თითქოს გამოძიება მიზანმიმართულად მიმდინარეობდა იმ მიმართულებით რომ ჩვენ შეგვეჩერებინა საქართველოს ინტეგრაცია ნატოში, რომელსაც ნამდვილად ვერ დავეთანხმებით.
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, იმისთვის რომ მოვახერხოთ და საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი რასაც ევროპა და ნატო ჰქვია."- განაცხადა კახი კალაძემ
მასალის გამოყენების პირობები






