საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით ალასანია შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ ჩაანაცვლოს.
მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით, არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”. ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მასალის გამოყენების პირობები






