„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს საფრთხეს უქმნის:
„დღიდან ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა, ორი წელია ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის და დადგა იმ გზაზე, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და უსაფრთხოებას. დღეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ამ მთავრობის წევრი, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს ინტეგრაციას პირდაპირი საფრთხე ექმნება და ის დევნა, რომელიც მიმდინარეობს, არის სწორედ ამ მიზნით ნაკარნახევი. ეს ივანიშვილის რეჟიმის უმძიმესი კრიზისია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, როდესაც მთავრობა ოლიგარქის დაკვეთით, შიდაპოლიტიკური ინტრიგების გამო, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას, უსაფრთხოებას და ევროატლანტიკურ კურსს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






