პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის არ ელოდა ახალი საქმის გამოჩენას მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ერთ საქმეზე პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო ურთიერთობას მიმოწერის ფონზე აგრძელებენ.
„მე არ ველოდი იმას, რომ დღეს ,თუ ხვალ, თუ ამ დღეებში ახალი საქმეები გამოჩნდებოდა,იმიტომ რომ ზოგადად შესაძლოა სხვა საკითხების შესწავლაც მიმდინარეობს ბევრ უწყებაში და ეს არის გამოძიების და პროკურატურის საქმე. მაგრამ ერთი წლის წინანდელი საქმის დასრულება უშუალოდ ამ დღეებს როცა ემთხვევა, პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს მიმოწერის ფონზე ეს არ არის დამაჯერებელი.“
დავით უსუფაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს და გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და სამართლიანად:
„მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მისი უწყება მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონის ჩარჩოებში, მე მას მივმართავ თხოვნით გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს და გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და სამართლიანად“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






