მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. ტაბლიაშვილის განმარტებით ალასანიას უწყებაში მიმდინარე საქმეში რუსული კვალი იკვეთება:
„გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, არ ყოფილა არცერთი წამი, როდესაც რუსეთს არ ჰქონია საკუთარი ინტერესები საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. მათ შორის პროკურატურის საკითხებში და ასევე, უმაღლეს ხელისუფლებაშიც. ხანდახან ეს ინტერესები იყო შედარებით მინავლებული, ხანდახან შემცირებული, მაგრამ ინტერესები ყოველთვის იყო. ამ შემთხვევაში, რუსეთი და რუსეთის საქმის გამკეთებლები ამ ქვეყანაში ძალიან გააქტიურებული არიან და ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული დაფიქრება და ძალისხმევის მიმართვა მართებს, რომ მათ საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვონ საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






