დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, იმედოვნებს რომ თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებული გამოძიება კანონის სრული დაცვით წარიმართება.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა და მინისტრი ირაკლი ალასანია კომპეტენტურ და პროფესიონალ მინისტრად მოიხსენია.
ელჩის თქმით, მიმდინარე საქმეები ისეთივე სენსიტიურია, როგორც სხვა ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებები.
„მჯერა, რომ პროცესები წარიმართება კანონის უზენაესობის დაცვით. თავდაცვის მინისტრმა და მისმა გუნდმა პირობა დადეს, რომ სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, რაც ძალიან კარგია. ჩემს კომპეტენცია არ შედის განვსაჯო, რა არის გამოძიების მოტივი. თუმცა საქართველოს ყველა მეგობარი ყურადღებას აქცევს პროცესების სამართლიანად წარმართვას. ირაკლი ალასანია არის ძალიან კომპეტენტური და პროფესიონალი მინისტრი. ყოველთვის კარგად წარმოაჩენდა საქართველოს საერთაშორისო არენაზე და მან ბევრი რამ გააკეთა თავისი სამინისტროსთვის,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






