თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურის მორიგ ბრალდებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან, მათი განცხადებით ალასანიას უწყების მიმართ წარმოებული საქმეებს პოლიტიკური სარჩული აქვს.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით თუ მთავრობა კორუფციას ებრძვის მაშინ მათ მთავრობასთან დაახლოებული პირები ჯანყარაშვილი,ზედელაშვილი და მამაცაშვილიც უნდა დაიჭირონ.
„თუ მთავრობა ებრძვის კორუფციას მაშინ დაიჭირონ ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც ფოსსტის ბიზნესის მონოპოლიზაციას ცდილობს, დაიჭირონ ჭიკაიძის მოადგილე ზედელაშვილი, რომელიც გზების ბიზნესშია და უჩა მამაცაშვილი რომელიც გადაზიდვების ბიზნესშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით რომ ალასანიას სისტემაში არსებული კორუფციას, რაზეც ნაციონალური მოძრაობაც საუბრობდა, მთავრობა იყენებს ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისთვის.“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
გოკა გაბაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ხელით ახორციელებს შერჩევით სამართალს:
„ნათელია , რომ ბიძინა ივანიშვილი მისი მთავარი ხელქვეითის ღარიბაშვილის ხელით, ახორციელებს შერჩევით სამართალს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ არ მოსწონთ.
ამ საქმეს ყველა შემთხვევაში აქვს პოლიტიკური სარჩული, გვაქვს თუ არა ამავდროულად კორუფციულ საქმებთან საქმე თავდაცვის სამინისტროში ამას მომავალი გვიჩვენებს“-აღნიშნა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






