ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განმარტებით თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება დოლიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში ალასანიას მიერ გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გააკეთა:
„ყველაფერი იკვეთება ცალსახად და მიდის იქით, რომ არანაირ დანაშაულს აზრი, საფუძველი და კვალი არ გააჩნია, არის მიზანმიმართული ბრძოლა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. ის, რაც დღის განმავლობაში ხდებოდა, შემზარავია, უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს და რეალური საფუძველი გვაქვს იმისა, რომ სწორედ ამ მიმართულებით მიდის ბრძოლა. ამას ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ არ შევგუებივართ არასდროს. ჩვენ სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების დასაცავად ვიბრძოდით. გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში, სადაც ამ დროისათვის სამუშაო ვიზიტით უნდა იმყოფებოდეს. დოლიძემ სამუშაო ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენების გამო გადადო.
მასალის გამოყენების პირობები






