საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა მიმდინარე მოვლენები კოალიციის პოლიტიკურ საბჭოში იქნას განხილული:
„არის პირდაპირ მცდელობა თავდასხმისა საქართველოს ერთერთ ყველაზე წარმატებულ უწყებაზე, რომელიც არის რგოლი საქართველოსა და ევროატლანტიკურ თანამეგობრობას შორის. საქართველოს თავდაცვის უწყებების წარმატებებზე და მის გამჭვირვალობაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორების უმაღლესი დონის წარმომადგენლები და ამ დროს ვხედავთ, რომ არის მთელი კასკადი აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო ბრალდებების. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ამისათვის არსებობს პოლიტიკური საბჭო, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებისგან მათი შეფასებები“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






