,,ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში - დაპირისპრიება მთავრობასა და პრეზიდნეტს შორის, რთული ურთიერთობა პრეზიდენსა და პარლამენტს შორის, ღია კრიტიკა მთავრობის მხრიდან სასამართლოს მიმართ, უმძიმესი ვითარება ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების მიდგომებში, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიური დევნა, ოპოზიციური პარტიის გენმდივნის ციხეში ყოფნა... ეს ყველაფერი მიუთითებს ღრმა პოლიტკურ კრიზისზე და ამას დაემატა, რაც კიდევ უარესია, ძალოვნებს შორის დაპირისპირება. მე არ მეგულება არცერთი ქვეყანა, სადაც პროკურატურა და თავდაცვა ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებიან. მე მესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს, რომელიც დაკავებულია იმით, თუ როგორ გამოკვებოს ოჯახი, ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებას მოჰყვება ეკონომიკური დაძაბულობა, ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ეს ეხება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აცხადებს შაშკინი და ალასანიას 2 წლისწინანდელ მდგომარეობას ახსენებს.
,,თავდაცვის მიინისტრმა და მისმა მოადგილეებმა, სამწუხაროდ, ეხლა დაინახეს პროკურატურის ზეწოლა, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეხლა საუბრობს არაკოსტრუქციულ ნაბიჯებზე პოლიტიკოსი, რომელიც 2 წლის წინ აბრალებდა ნაცმოძრაობას ბავშვის მკვლელობას, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ხმა არ ამოუღია და ამ ყველაფერს ფასადს უღებავდა.
კიდევ ერთი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია არის ის, რაც ისმის იუსტიციის და სხვა მინისტრების მხრიდან, როცა საუაბრია იმაზე, რომ კანონი კი კანონია, მაგრამ რაღაც დაუწერელი კანონები ირღვევა თურმე. უკვე ქურდულ გაგებაზე მიდის საუბრები, რუსები რომ იტყვია ,,პა პანიატიე“. ეს ყველაფერი მიუთითებს აბსოლუტურ არაადექვატურობაზე“, - აცხადებს შაშკინი და ალასანიასთვის შესაძლო ორ გამოსავალზე საუბრობს. შაშკინის თქმით, პროკურატურა ამ ორ საქმეს აუცილებლად მიამატებს კიდევ რამდენიმე საკითხს, მაშ შორის შაშკინი მშნებლობების და 31-ე ქარხნის შემოწმება.
,,თავდაცვის მიინისტრმა ხიდები დაწვა და ის უნდა მიხვდეს, რომ ორ სკამზე ვერ გაჩერდება, მას რელურად აქვს ორი გამოსავალი -ან უნდა თქვს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ტოვებს პოსტს, და მიდის ოპოზიციაში და ცდილობს ოპოზიციაში ყოფნისას დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ან აღიარებს რომ იყო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდებოდა თავადცვის უწყებაში. ალასანიას ამ ორიდან აქვს ერთ-ერთი გზა ასარჩევი, რადგან ჯერ იყო კაბელების საკითიხი, შემდეგ კვება და მესამე აუცილებლად მოჰყვება ამას მშენებლობის საკითხი. იყო რაღაც მშენებლობები მისი მინისტრობის დროს განხორციელებული, და როგორც სჩანს პროკურატურა ამასაც სწავლობს, ამას მოჰყვება შემდეგ უნიფორმების შეკერვის თემა და საბოლოოდ ეს დაგვირგვინდება ალბათ 31-ე ქარხნით შემოწმებით, რომელიც 2013 წელს კიდევ იყო თავადცვის კომპეტენციაში.
პროკურატურამ დღევანდელი განცხადებით ღიად დააფიქსირა, რომ არ გაჩერდება და ალასანიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი უკვე აისახა ქვეყნის უსაფრხოებაზე და ეს სამწუხარო პროცესი როგორც სჩანს გაგრძელდება.
ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ კოალიცია შეიძლება 2016 წლამდე უფრო ადრე დაიშალოს, შაშკინი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, ფაქტია, რომ კოალიციას პარლამენტში მხარდამჭერები არ ჰყავს.
,,ის, რომ პრეზიდენტმა ერთ-ერთ კანონპროექტს დაადო ვეტო და პარლამენტმა არც კი სცადა რომ მის მოხსნაზე ემუშავა, მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ კოალიციას უჭირს 76 ხმის შეგროვება, ჩემი აზრით მათ ჰყავთ საკმარისი დეპუტატები, მაგრამ რადგან ვერ მოახრხეს ვეტოს დაძლევაზე მუშაობა, ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები რაღასაც მოითხოვდნენ, ანუ შედგებოდა ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა და ამაში შესვლა არ სურდა ხელისუფლებას. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ვეტოს გადასალახავად ასე თავისუფლად მხარდამჭერები არ ჰყავს პარლამენტში.
რაც უფრო მალე მიხვდება საზოგადოებაც და პოლიტიკური ძალებიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მით უკეთესი, რადგან პოლიტიკურ კრიზისს გარდაუვლად მოჰყვება ფინანსური კრიზისი და სერიოზული პრობლემები ჩვენი უსაფრთხოების კუთხით“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






