„მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებასა და ბრალის წარდგენაზე ისაუბრა. ალასანიას განცხადებით, იგი უერთგულებს იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა:
„მე ძალიან კარგად ვიცი ვისი გორის ვარ, მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს 2012 წლის არჩევნების შემდეგ და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ახლა მთავარია სიმშვიდე, სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






