„ევროპარლამენტარებში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნდა. ორი წელია გვესმის დაპირება სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, მაგრამ დღეს უკვე კანონის იარაღად გამოყენების ტენდენციას ვხედავთ. საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გარეშე არ არსებობს და პირიქით. ის, რომ ვერ დავარწმუნეთ მსოფლიო თანამეგობრობა და პარტნიორები, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, კავშირშია კანონის დაცვასთან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად პრობლემები არსებობს. პოლიტიკურ იარაღად კანონის გამოყენების შესახებ კითხვის ნიშნები ჩნდება და ამას ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა, ასოცირების ხელშეკრულება ძალიან კონკრეტული დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ კანონმდებლობას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს ევროპის ნაწილი, ეჭვი არ უნდა ჩნდებოდეს იმაზე, რომ რომელიმე ძალისმიერი უწყება პოლიტიკაში იქნება გამოყენებული“,- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ევროპის სახალხო პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატების ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას არ აპირებს. ევროპის სახალხო პარტიის წევრების ამ გადაწყვეტილების გამო კი შესაძლოა, ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ვერ შეძლოს.
მასალის გამოყენების პირობები






