ვის სჯერა დღეს, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეს პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს? - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:26, 04 Nov, 2014     1951
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაზე ისაუბრა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ,,კვირას" პრესკლუბში. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით დაუჯერებელია, რომ აღნიშნულ საქმეში მხოლოდ კანონის გადაცდომაზე იყოს საუბარი, მისივე შეფასებით, გარდა სამართლებრივისა ამ საქმეს აშკარად პოლიტიკური შინაარსი გააჩნია.

ქარდავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბატიაშვილის დაკითხვის შემდეგ ორი ოქმი არსებობდა, მოწმობს იმას, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს ბატიაშვილთან გარკვეული გარიგების მცდელობა ჰქონდათ.

ედპ-ს ლიდერმა თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული თავდაცვის უწყების შემოწმებას გაიხსენა.

„მსუბუქად რომ ვთქვათ, პროკურატურა ხშირად ისეთ საკითხებზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც ბევრი კითხვის ნიშანს ტოვებს. პროკურატურა ხშირად ტოვებს ისეთ განცდას, რომ მას სამართლის უზენაესობის დაცვის გარდა გარკვეული პოლიტიკური ფუნქციაც აკისრია. პროკურატურის თანამშრომლების გარდა, ალბათ, ქვეყანაში ორ ადამიანს ვერ იპოვით, ვისაც სჯერა, რომ აქ მხოლოდ კანონიერ გადაცდომაზეა საუბარი და აბსოლუტურად სუფთაა ეს თემა პოლიტიკისგან. როცა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაკითხვის შემდეგ ოქმს ხელს არ აწერს იმ მოტივით, რომ დაკითხვა დარღვევებით წარიმართა, მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. იმედი მაქვს, ამ საკითხზე პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს. საერთოდ, პარადოქსია და წარმოუდგენელია მეორე ოქმის მიტანა. რას ნიშნავს ორი ოქმი. ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარკვეული გარიგების მცდელობა იყო, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, რაში დასჭირდათ ორი ოქმი. პროკურატურას ჯერჯერობით რამე საფუძვლიანი არაფერი უთქვამს. ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთხელ უკვე ისაუბრა და დააანონსა პროკურატურის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს შემოწმების აუცილებლობა. თავდაცვის სამინისტრო იმდენად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნა და გასაჯაროება მას გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებს“,- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42