„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმე გამჭირვალედ და ღიად წარიმართება. მისი თქმით, ირაკლი ალასანია, ერთ-ერთი ლიდერია კოალიციაში და ამ კოალიციის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს პარტნიორ პარტიას.
“ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება მათთან თანამშომლობის და გვჯერა თავდაცვის მინისტრის, რომელიც არის მყარად დარწმუნებული თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში. ამ საქმეში არსებობს შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილზე და მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ ნაწილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კითხვები იქნება თუ არ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი და მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ გრიფი ადევს საქმეს, როდესაც პროკურატურის ზეწოლაზეა საუბარი და პროცედურულ დარღვევებზე, რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვების გაქარწყლებისთვის, რომ არ იყოს მხარე პრემიერი. ჩვენი კოალიციური პარტნიორი, ირაკლი ალასანია, ერთ-ერთი ლიდერია კოალიციაში და ამ კოალიციის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის რომ სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს პარტნიორ პარტიას კოალიციაში,”- აღნიშნა სამნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






