გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 14:09, 04 Nov, 2014     899

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. მხარეებმა, უპირველესად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება მავთულხლართების საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საქართველოს მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხერხდა და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, რუსეთი გეგმავს წლის ბოლომდე აფხაზეთთან გააფორმოს ე.წ. ხელშეკრულება "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რაც, მისივე თქმით, პირდაპირი ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიისკენ.

ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ეუთოს ჩაბმულობას მიმდინარე პროცესებში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოს ეფექტიან წარმომადგენლობას ადგილებზე. ასევე აღინიშნა, რომ მოსკოვს მკაფიო გზავნილი უნდა მიუვიდეს ჟენევის ფორმატით კონსტრუქციული მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობის თაობაზე; მით უფრო, რომ ჟენევის დისკუსიას საქართველო განიხილავს ერთადერთ ფორმატად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად რუსეთის ფედერაციასთან.

შეხვედრისას, დადებითად შეფასდა ის, რომ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გასაგრძელებლად, საქართველო აქტიურ თანამშრომლობას ეუთო-ს ინსტიტუტებთან აგრძელებს

გიორგი მარგველაშვილისა და ლამბერტო ზანიერის შეხვედრისას, საუბარი უკრაინის საკითხსაც შეეხო. მხარეებმა ყურადღება ყირიმის ანექსიაზე გაამახვილეს.

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სამუშაო საუზმის ფორმატში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42