სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ნანუაშვილი დაკავებულებთან უახლოეს მომავალში შეხვედრას გეგმავს.
ომბუდსმენის განმარტებით, საქმე გამოძიებული უნდა იყოს და მიუხედავად გრიფი საიდუმლოსი, მას შეუძლია საქმის არსებულ მასალებს გაეცნოს:
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროცესში ჩავერთოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. სახალხო დამცველს საიდუმლო მასალებზე წვდომა აქვს, ამდენად, ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან, რეაგირება უნდა მოჰყვეს. თუ არის საუბარი ზეწოლაზე ან კონკრეტულ დარღვევებზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ შემთხვევაში ადვოკატის განცხადების შემდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება. ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ, მაგრამ მე ასევე ვგეგმავ დაკავებულებთან შეხვედრას უახლოესი დღეების განმავლობაში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






