„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გაჟღერებული წინადადებები.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რატიფიკაციის პროცესის შეჩერება ან გადადევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
„რატიფიცირების პროცესის შეჩერება ხელს პუტინს აძლევს. ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეფერხდეს. ამავდროულად, სამწუხაროა, რომ საქართველო კრიტკულ ზღვარს უახლოვდება, როდესაც ბევრი ჩვენი მეგობარი ამერიკაში და ევროპაში სვამენ კითხვას, რომ ხომ არ ასცდა საქართველო განვითარების ცივილიზებულ გზას. თუ მთავრობამ პოლიტიკა არ შეცვალა, ერთ დღეს შეიძლება წითელ ხაზამდეც მივიდეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ევროპარლამენტარების დეპუტატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ევროპის „სახალხო პარტიის“ წევრების განცხადებით, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება, ისინი საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერენ.
მასალის გამოყენების პირობები






