ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, თრუსოს ხელობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი აფასებს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კოკოითის განცხადება რუსეთის მიერ არის მართული:
„კოკოითის განცხადებები არასდროს არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული მშვიდობისმოყვარეობით, არც ლოგიკით. ასეთ განცხადებებზე საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთადერთი პასუხი - ტერიტორიული მთლიანობა არის უმაღლესი ღირებულება და გასაგებია, რომ მზადყოფნა ასეთ ვითარებაში ყოველთვის არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორ გვექნება სამხედრო სისტემა აწყობილი. მე ნამდვილად არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამ „პარანოიკის“ განცხადებებზე, ის არაფერს აღარ წარმოადგენს. რა თქმა უნდა ამ განცხადებაში რუსული კვალი იკვეთება, მას კრემლიდან ეუბნებიან რა განცხადება უნდა გააკეთოს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






